top of page

კონფიდენციალობის პოლიტიკა 

 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს ,,რინგოვეტი“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია:

  • თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას როგორ განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ;

  • განვიხილავთ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას.

  • დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;

  • როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

  • როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა შესაბამისად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაპირება

ჩვენ გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;

  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვინ ვართ ჩვენ

“რინგოვეტი” წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).

“რინგოვეტი” ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმას/აპლიკაციას: რინგოვეტი/Ringovet

 

საიდენტიფიკაციო კოდი: 404776453

მისამართი: თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის 4

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საკონტაქტო ელ.ფოსტა: wof@ringovet.com

საკონტაქტო ინფორმაცია: პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით სატელეფონო ან მეილით მუნიკაციისთვის მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერს ან/და პლატფორმის ცხელ ხაზს: 500 508 322, 500 508 344

 

როგორ გიცავთ კანონი და მომხმარებლის უფლებები

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;

  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;

  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

  • მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

 

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:
 

  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

  • გაიხმოთ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობები.

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოში;

  • კანონმდებლობით დადგენილი ვადაში მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის გაცნობა ან ასლის მიღება.

  • უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე).

 

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

 

პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე wof@ringovet.com

 

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენი მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;

  • როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს აპლიკაციაში;

  • როდესაც იყენებთ ჩვენს მომსახურებებს;

  • მომსახურების გაწევის დროს;

  • როდესაც მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად პლატფორმაზე/ონლაინ ჩატით თუ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით;

  • როდესაც მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად პლატფორმაზე/ონლაინ ჩატით თუ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით;

  • როდესაც აფიქსირებთ პრეტენზიას;

 

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან/პირებთან, რომლებმაც  მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან იმ პარტნიორ კომპანიებთან, რომელთათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე თანხმობა განაცხადეთ. 

 

იმ შემთხვევაში, როდესაც  ჩვენი ძირითადი  საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად.

მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის დამუშავება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვის - მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზებების თქვენთვის გასაცნობად.

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში „პარტნიორი ორგანიზაცია“ წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს/ხელს უწყობს თქვენთვის სერვისის/პროდუქტის შემოთავაზებასა და მომსახურების გაწევას. 

კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება

კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმაზე.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

bottom of page